ბიზნესიდიზაინიმთავარიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

0
გაზიარება

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრები მომხმარებლებმა მალევე შეიყვარა.

EverLady“– ის დამფუძნებელი, მარიამ მახარობლიძე პლატფორმის შექმნაზე და მისი განვითარების ხელმშემწყობ ფაქტორებზე  GeobussinessNews.com- თან საუბრობს

EverLady“-ს დაარსების იდეა გამიჩნდა, მაშინ როდესაც დედა გავხდი, რადგან მინდოდა დიდი დრო ჩემს შვილთან გამეტარებინა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ დედის სტატუსი არ იყო საკმარისი. „Everlady“-ს ბიზნესად ჩამოყალიბებაში დიდი როლი პანდემიამ ითამაშა, რადგან ამ პერიოდში გაყიდვების დიდმა ნაწილმა ონლაინ პლათფორმებზე გადაინაცვლა. ნამუშევრებმა მალე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული და ონლაინ გაყიდვების დაწყების პირველივე წელი წარმატებული აღმოჩნდა.

სახელწოდებაც შესაბამისი შევარჩიე, რადგან ძალიან ახლოს არის იმ იდეასთან, რასაც მინდა მოიცავდეს ჩემი ნამუშევრები – ყველა ასაკის ქალბატონს მინდა, რომ ჰქონდეს, შესაბამისად „EverLady“  მარატლაც ყველა ასაკს მოიცავს სხვადასხვა მოდელი. მაქვს სხვადასხვა ფორმის და ზომის მხარჩანთა, წელჩანთა , ხელჩანთა. გამონაკლისების სახით მომხმარებლის სურვილსაც ვითვალისწინებ ზომებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ „EverLady“ წარმატება განაპირობა იმ ფაქტორმა , რომ ჩემი ყველა ნამუშევარი არის საავტორო. რეალიზაციას ვახდენ მხოლოდ ონლაინ პლათფორმებზე, რადგან მაღაზიებში ნამუშევრების განთავსებისას დიდი ფასნამატი აქვს და ამიტომ თავს ვიკავებ . ფასი სრულად არის მორგებული ქართველ მომხმარებელზე„ – მარიამ მახარობლიძე

ატარე ქართული, ატარაე  „EverLady“  და იყავი განსხვავებული !

მსგავსი სიახლეები

აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა. ნფორმაცია ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია ნათქვამი. მონაცემების მიხედვით, ამავე…

21 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7536 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0049 ლარით გამყარდა. ევრო - 2. 9940 ლარი აშშ დოლარი -…

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!