დასვენება და გართობადღის სიახლეებიმოგზაურობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისასტუმროები

Kazbegi Cottages – საოცარი გარემო ყაზბეგის, ყუროსა და ქაბარჯინას მთის ხედებით

0
გაზიარება

საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილას, ყაზბეგში 2017 წლიდან 23 ადამიანზე გათვლილი 7 კოტეჯისგან შემდგარი სასტუმრო შეიქმნა, რომლის შექმნის იდეამ გაამართლა და დიდი მოთხოვნაც გამოიწვია.

თუ გსურთ კეთილმოწყობილი ეზო, ყაზბეგის, ყუროსა და ქაბარჯინას მთებზე შთამბეჭდავი ხედების ხილვა, მაშინ “Kazbegi Cottages “სწორედ ის ადგილია, რომელსაც ეძებთ.

“Kazbegi Cottages“- ში მისულებს დაგხვდებათ ეზოში მოწყობილი ჰამაკები/ სკამები/მაგიდები, კოცონის დასანთები ადგილი, მაყალი, საბავშვო ზონა, გარე სამზარეულო, გარე კინო თეატრი, რომლითაც შეძლებთ განტვირთვასა და დასვენებას.

ჩვენი კოტეჯები გამორჩეულია იმითაც, რომ განცალკევებულია ერთმანეთისგან, სულ არის 7 კოტეჯი, თითოეულში თავსდება 2-4 ადამიანი და საერთო ჯამში შეგვიძლია 23 ადამიანამდე მიღება.

სასიამოვნო სიახლე გვაქვს, მათთვის ვისაც, ბუნებასთან ახლოს, სიმშვიდესა და ჰარმონიაში სურთ განტვირთვა,  „Kazbegi Cottages იწყებს წვეულებების გამართვას, რასაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება და საინტერესო იქნება კოტეჯისა და ყაზბეგის სტუმრებისთვის. ასე გვსურს უფრო გავახალისოთ აქაურობა და უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი კოტეჯები.

ჩვენი ეზო, ძალიან კარგი საშუალებაა რელაქსაციისთვის, მზის აბაზანის მისაღებად, სხვა დამსვენებლებთან კომუნიკაციისთვის, კულტურის გაცვლისთვის გარე სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას, ბავშვების გასართობად საბავშვო ზონაში და ..“ – აცხადებს  „Kazbegi Cottages“ – ის მფლობელი, ნინო ნადირაძე

„Kazbegi Cottages“ – ის ინტერიერი გადაწვეტილია თანამედროვე სტილში, სადაც დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო, მყუდრო, ინდივიდუალური კოტეჯები აივნით,  სუფთა და ნათელი ოთახები.

„Kazbegi Cottages“ – დაისვენე, განიტვირთე და ისიამოვნე სრულყოფილად!

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!