მიტანის მომსახურების, ე.წ. “დელივერი” სერვისის მოდერნიზების მიმართულებით მალე დუბაიში უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ფრენის მარშრუტების რუკა შეიქმნება.
დრონის რუკაზე უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ქალაქის მასშტაბით ფრენების ტრაექტორიები, დაბალ სიმაღლეზე ფრენის ბილიკები, ასევე აფრენის და დაფრენის პუნქტები იქნება ასახული.
დრონების რუკის შექმნის მიზანია დუბაიში მაცხოვრებლებისთვის და ტურისტებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო „დელივერი სერვისის“ შეთავაზება და ამ გზით დუბაის – როგორც მომავლის ქალაქის და ტექნოლოგიური ჰაბის იმიჯის გამყარება.
დრონების რუკის შესაქმნელად დუბაის მუნიციპალიტეტსა და დუბაის ინტეგრირებულ ეკონომიკურ ზონას (DIEZ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების მიმართულებით მოწინავე გადაწყვეტილებების დასანერგად დუბაის მუნიციპალიტეტისა და DIEZ-ის შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სერვისების შექმნას.
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს დუბაის მთავრობას
გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში ემირატის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ხელი შეუწყოს დუბაის,
როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების
ადგილის პოზიციონირებას. DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.
DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე,
განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების,
ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო
მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო
ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და
დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის
ბიზნეს ღონისძიებებს.