საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348 461 374 აშშ დოლარი).
2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 661 999 720 (+57.9%) აშშ დოლარით. წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1 009 112 957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით,“- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.