აჭარადასვენება და გართობადღის სიახლეებიმოგზაურობაპარტნირებისაინტერესო სიახლეები

ფერედაის ინნ – ქედის მთებში ჩაფლული კოტეჯები, თვალწარმტაცი ბუნება, ცისა და მიწის ჰარმონიული კომბინაცია

0
გაზიარება

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში 2021 წლიდან ტურისტული განთავსების ობიექტი ,,ფერედაის ინნ” შეიქმნა, რომელიც სასტუმროს ტიპის გლემფინგს წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან ახლოს.   გლემფინგ გარემოში განთავსებულია ორი სფეროს ფორმის კარავი, თითოეულში კი 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

,,ფერედაის ინნ” კარვები შედგება: საძინებელი, მინი სამზარეულო ( აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით), სააბაზანო, სახლის კინოთეატრი, ინტერნეტი, კონდენციონერი, აივანი. ამ ყველაფერთან ერთად იდეალურ კომბინაციას ქმნის გარე აუზი, საიდანაც მაღალმთიანი აჭარის პანორამული ხედები იშლება.

,,ფერედაის ინნ“-ის შექმნის იდეა ჯერ კიდევ პანდემიის დროს წამოვიდა ოჯახის წევრებისგან. ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენს საცხოვრებელ მიდამოში ისეთი, რომ სიამოვნებასთან ერთად დამატებითი შემოსავალიც მიგვეღო. ბევრი არ გვიფიქრია თუ რას გავაკეთებდით, რადგან თვალწარმტაც ბუნებას მივყავდით მხოლოდ ერთ იდეამდე – ეს ადგილი სხვებსაც უნდა ენახათ, ამისთვის კი საუკეთესო გზა კოტეჯების აშენება იყო. აღნიშნული იდეის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მამამ შეიტანა, რომელმაც ხორცი შეასხა ჩვენს იდეებს ფინანსური თვალსაზრისით. თითოეული დეტალი, რასაც ადგილზე ხედავენ ჩვენი სტუმრები, ბევრი ფიქრის და დაუღალავი შრომის შედეგია“ -ელზა ბერიძე  ,,ფერედაის ინნ“ მფლობელი

,,ფერედაის ინნ” – მა პირველ სტუმრებს 2021 წლის მაისის ბოლოს უმასპინძლა და მას შემდეგ უკვე მესამე სეზონია, როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ სტუმრებში აღფრთოვანებას იწვევს თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, ინტერიერითა და შთამბეჭდავი გარემოთი. ორი სფეროს ფორმის კარავისგან შემდგარი სივრცე, საუკეთესო ადგილს წარმოადგენს განტვირთვისთვის და დასვენებისთვის, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მთის შთამბეჭდავი ხედებით, ისარგებლოთ აუზით, მოსასვენებელი და ბარბექიუს სივრცეებით, უყუროთ ფილმებსა და ისეირნოთ ტყეში.

სახელი ,,ფერედაის ინნ“ ჩემი შერჩეულია, რადგან ეს ადგილი ჩემთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდება.  განა იმ ადგილს, სადაც ადამიანს მთელი ბავშვობა აქვს გატარებული, სამოთხე არ ქვია?! ეს ადგილი ინახავს ჩემს საუკეთესო და უდარდელ წლებს, ჩემს მოგონებებს, ფერად და ნათელ დღეებს, სწორედ ამიტომ ვუწოდე მას ჩემი პატარა სამოთხე.

ერთ-ერთი კოტეჯის ინტერიერი სპეციფიკურად ეკოლოგიურად სუფთა ხისგან არის შექმნილი, რადგან ხის ინტერიერი ბუნებასთან ყველაზე კარგი დამაკავშირებელი დეტალია, ხოლო მეორე კოტეჯი, ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი, რომლის ინსპირაციაც ,,პინკ ფლოიდია“  ხასიათდება მკვეთრი ფერებით, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ბუნების ფერებს“- ელზა ბერიძე

,,ფერედაის ინნ“- ქედის მთებში ჩაფლული კოტეჯები, ირგვლივ ტყითა და ბუნებით, ნაკლები ხალხით, ნაკლები ხმაურით სრულ ჰარმონიას ქმნის და უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თვალწარმტაცი ბუნების, ცისა და მიწის ჰარმონიული კომბინაცია – სწორედ ეს არის ,,ფერედაის ინნ“-ის დამახასიათებელი ნიშა, რომელიც გამოარჩევს მას სხვებისგან. ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო ამ ადგილს, რომ შეიგრძნო ის ჰარმონია, რაც ამ გარემოში ტრიალებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!