განათლებადღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

კერძო სკოლა თამარიონი – ბრენდად ქცეული ისტორია და ხარისხი

0
გაზიარება

სკოლა „თამარიონი“ 25 წლის ისტორიის მანძილზე გორში განსხვავებულ საგანმანათლებლო სივრცეს ქმნის, რომელიც სრულად არის თავისუფალი რუტინული, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი გაკვეთილებისგან.

„თამარიონის“ შიდასასკოლო ცხოვრება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომის შედეგად სავსეა მრავალფეროვანი, სახალისო გაკვეთილებით, ღონისძიებებით, შემოქმედებითი თუ სამეცნიერო კონფერენციებით, კრეატიული ექსკურსიებით და ა.შ .

  • სკოლაში მუშაობს ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული როკ-ჯგუფი;
  • ფოლკლორული ანსამბლი;
  • ქორეოგრაფიული სტუდია;
  • შექმნილია “თინ-კლუბი” (“თინეიჯერების კლუბი”), რომელიც უაღრესად საინტერესო ტელეგადაცემებს ამზადებს სახელწოდებით “მე, შენ და საქართველო“;
  • ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”;

კერძო სკოლა „თამარიონის“ ხელმძღვანელი, თამარ უთნელიშვილი GeoBusinessNews.ge-სთან სკოლის მიერ მოპოვებულ წარმატებებსა და მის უპირატესობებზე საუბრობს

„სკოლა “თამარიონი”- უკვე ბრენდული სახელია ქ. გორში, რომლის წარმატებულ საქმიანობას, განსაზღვრავს პირველ რიგში ის გარემო, რომელიც ამ სკოლაში შესვლისთანავე იგრძნობა.: როგორღაც ერთდროულად საქმიანი, მოფუსფუსე, თბილი, მყუდრო, უშუალო და მოსიყვარულე გარემოა:

  • აქ მოსწავლეები დაცულად და კომფორტულად გრძნობთ თავს;
  • აქ გიღიმიან, გეფერებიან, ზრუნავენ, გეხმარებიან…
  • აქ მოსწავლეებს სასკოლო საგნებთან ერთად ასწავლიან ურთიერთობას, სწავლას, დროის, მეგობრობის, წიგნიერების, შრომის და თავისუფლების ფასს, ზრდიან აქტიურ მოქალაქეებად და უღებენ უამრავ კარს სამყაროში.
  • აქ თითოეული მოსწავლის მშობელი მშვიდად და იმედიანადაა.

“თამარიონელები” აქტიურად თანამშრომლობენ კასპის ტექნოპარკთან, სადაც ჰაკათონში “ტექნოლოგიები შესაძლებლობისთვის”   წარადგინეს თავისი იდეები და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურეს.

  • “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” ეგიდით მოწყობილ “სამეწარმეო განათლების ფესტივალში” სკოლა “თამარიონი” საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის მოხვდა;
  • სკოლის “ფინ-კლუბი” წარმატებით მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებულ “სკოლა -ბანკის” პროექტში “Finedu-ფინედუ”, სადაც ტრენინგის, საინტერესო უამრავი თვალსაჩინო რესურსისა და უშუალო ჩართულობის საშუალებით მოსწავლეებმა საკმაო სამეწარმეო და ფინანსური უნარ-ჩვევები შეიძინეს.
  • მოსწავლეებმა “დემოკრატიული ჩართულობის” ადგილობრივი ცენტრის საშუალებით გაიარეს ნებრასკას შტატში გამოცდილი პროგრამის “ვიკვლევთ მეწარმეობას” მოდული, საკუთარი მცირე ბიზნეს-იდეები სიცოცხლისუნარიან სტარტაპებად აქციეს და  მოსწავლეთა კომპანიების Tary,s Canndles” და  “კაი ჩაის” პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმიანობისკენ მიმართეს;
  • “თამარიონელები” აქტიურად მონაწილეობდნენ “ევროპის დღეები-2023-ში”, რომელიც “ექსპო-ჯორჯიას” პავილიონებში გაიმართა;
  • სკოლა ”თამარიონმა” მადლობის სიგელი დაიმსახურა FEE- საერთაშორისო პროგრამაში “გლობალური აქტივობის დღეები” აქტიური მონაწილეობისათვის;
  • “თამარიონი” ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალისტია და შიდა ქართლის რეგიონში მესამე პოზიციას იკავებს;
  • სკოლას მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს “New Ekonomic-School-Georgia/ ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოსთან”,  რომლის პროფესიონალი ტრენერები ტრენინგების და სხვადასხვა რესურსების საშუალებით მოსწავლეებს აზიარებენ სამეწარმეო განათლებას;
  • „თამარიონი“ დაჯილდოვდა საქართველოს გაეროს ასოციაციის მადლობის სიგელით LINKS პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისათვის, რომელიც აო “ბილიკის მონაწილეობით განხორციელდა;
  • სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიხსნა “ტურისტული სეზონი-2023” და საპიკნიკე სივრცე გორიჯვრის ფერდობზე;

წინ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი გეგმებით დახუნძლული სასკოლო და სკოლის გარეშე ცხოვრება ელის თითოეულ “თამარიონელს” – აცხადებს თამარ უთნელიშვილი

სკოლა „თამარიონი“-ს კურსდამთავრებულები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, გრანტებით ირიცხებიან პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.

სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ლიმიტირებულია,რის გამოც მოსწავლეთა მიღება საკონკურსო სისტემით – გასაუბრების სახით ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!