თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ღირებულება 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით დაკორექტირდა. ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი “თბილისი ენერჯის” მომხმარებელს შეეხება.
გაზგამანაწილებელმა კომპანიების ინფორმაციით, “თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, “სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში კი ახალი ტარიფი 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება.
თუმცა, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზარდა. რეგიონების შემთხვევაში ტარიფმა 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე მოიმატა, დედაქალაქში კი 1.10 ლარიდან 1.35 ლარამდე.