საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასმა საშუალოდ 6%-ით მოიმატა და ამჟამად Brent-ის ღირებულება 88 დოლარს შეადგენს, WTI-ს ფასი კი 86 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ბირჟაზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება სამომავლო მოლოდინებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთი, საუდის არაბეთი და OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მიწოდებას შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს და მსოფლიოს მასშტაბით საწვავს გააძვირებს.