აეროპორტი აშენდების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროექტირებაც მალე დასრულდება, აეროპორტი პირველ მგზავრს 2024 წლის მაისისთვის მიიღებს – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“თელავში მოგეხსენებათ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ და ავაშენოთ, შევქმნათ თელავის ახალი თანამედროვე აეროპორტი. ჩვენ პროექტირებას და მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ პირველი მგზავრი 2024 წლის მაისში მიიღოს. პროექტირება და მშენებლობა მალე დასრულდება.
პროექტისთვის 25-30 მლნ ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურას მთლიანად განვაახლებთ. 1 700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და განახლდება მთელი ინფრასტრუქტურა. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს მოემსახურება და შეეძლებათ იფრინონ კომფორტულად. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება და ამისთვის, მთავრობა ვეხმარებით კერძო სექტორს. ჯამში, საქართველოში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი” “, – განაცხადა პრემიერმა.
თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო” აშენდა 1983 წელს და თითქმის 10 წელი უწყვეტად იმუშავა. მუშაობა 1992 წელს შეაჩერა. შემდეგ აეროპორტი მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა.
აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მცირე ზომის თვითმფრინავებით. აქვს სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისთვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.