პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დაახლოებით 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება და, სურვილის შემთხვევაში, უნივერსიტეტებში სწავლას გააგრძელებენ.
ღარიბაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანებაზე.
“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, მნიშვნელოვანი არის, ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება, უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი… დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება. და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა