საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 92 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 88 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჯერ კიდევ 24 საათის წინ ბრენტის ფასი 95 დოლარს აღწევდა.
დღევანდელ სავაჭრო სესიაზე შემცირებულია ბუნებრივი აირის ღირებულებაც. აშშ-ში გაზის ფასი 2%-ით დაეცა, ევროკავშირის მასშტაბით კი კორექციის მაჩვენებელი 5%-ს აღწევს. საერთო ჯამში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზის ფასი ბირჟაზე 75%-ითაა შემცირებული.