საქსტატის მონაცემების თანახმად, შოკოლადის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 76%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 789 ათასი დოლარის, 586 ტონა შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის მაჩვენებელში ადგილობრივი ექსპორტის წილი მხოლოდ 31%-ია, დარჩენილი 69% კი რეექსპორტზე მოდის.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 46% მოდის.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:
1. სომხეთი – 1,3 მლნ დოლარი, 251 ტონა;
2. ირანი – 877 ათასი დოლარი, 175 ტონა;
3. აზერბაიჯანი – 409 ათასი დოლარი, 109 ტონა;
4. საუდის არაბეთი – 90 ათასი დოლარი, 33 ტონა;
5. უზბეკეთი – 85 ათასი დოლარი, 14 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ასევე რეკორდული ღირებულების 43 მილიონ 496 ათასი დოლარის 10 793 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები შეიძინა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შოკოლადის იმპორტის ღირებულება 35%-ით, მოცულობა კი მცირედით 3%-ით არის გაზრდილი.
TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:
1. რუსეთი – 15,4 მლნ დოლარი, 4 587 ტონა;
2. თურქეთი – 4,9 მლნ დოლარი, 1 179 ტონა;
3. უკრაინა – 4,5 მლნ დოლარი, 1 264 ტონა;
4. პოლონეთი – 4,2 მლნ დოლარი, 947 ტონა;
5. ბელგია – 3,5 მლნ დოლარი, 813 ტონა;
6. ნიდერლანდები – 2,6 მლნ დოლარი, 456 ტონა;
7. იტალია – 1,6 მლნ დოლარი, 420 ტონა;
8. გერმანია – 1,5 მლნ დოლარი, 193 ტონა;
9. ხორვატია – 935 ათასი დოლარი, 175 ტონა;
10. ბულგარეთი – 657 ათასი დოლარი, 91 ტონა.