დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

SGBA-ს ბიზნეს სამიტი 15 ოქტომბერს – როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები გაყიდვებში – ნანა აბურჯანიძე

0
გაზიარება

15 ოქტომბერს SGBA-ს ორგანიზებით სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.

“ბიზნეს სამიტი 2023” ბაზრის ლიდერ კომპანიებთან ერთად 5 სპიკერს უმასპინძლებს, მათ შორის არის ნანა აბურჯანიძე – კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი, რომელიც განიხილავს გაყიდვების სწორად წარმართვასთან დაკავშირებულ თემებს  – როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორ შევუქმნათ მოტივაცია გაყიდვების გუნდს, როგორ ვმართოთ მოლაპარაკებები და ავაწყოთ ურთიერთობა მომხმარებელთან.

“გაყიდვებში უამრავი სტერეოტიპია დამკვიდრებული და მთლიანად ეს სფეროც ძალიან ნეგატიურ კონტექსტშია აღქმული, არადა გაყიდვებია ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარი. სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ ბიზნეს სამიტზე 15 ოქტომბერს: თუ როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები გაყიდვებში ” – ნანა აბურჯანიძე

უწყვეტი სწავლა წარმატების გასაღებია. ბიზნეს სამიტი – არის უახლესი ცოდნის მიღების, ხელსაწყოებისა და უნარების ათვისების მარტივი და ყველაზე საინტერესო გზა.

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!