დღის სიახლეებისიახლეები

საპენსიო სქემის ყველა მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე დარჩება

0
გაზიარება

საპენსიო სქემის ყველა მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე დარჩება- “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება.

მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს.

ინფორმაციისთვის: 6 აგვისტოდან მოსახლეობის დანაზოგები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდა სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში. კერძოდ, 40 წლამდე პირების დანაზოგები მაღალრისკიანში მოხვდა, 40-დან 50 წლამდე მოქალაქეების საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50-ს ზემოთ პირების თანხები დაბალრისკიანში გადანაწილდა. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში პორტფელები შეეცვალათ. თუმცა იმავე თვეში გადაწყვეტილება შეიცვალა და პარლამენტმა დღეს მიღებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ცვლილებების მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობამ მოქალაქეების არასათანადო ინფორმირებულობა დაასახელა.

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 3, 934 მლრდ ლარია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!