დღის სიახლეებისიახლეები

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან 1000 ლარით გარკვეული კატეგორიის ავტობუსები და სატვირთო ავტომობილები რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან 1000 ლარით გარკვეული კატეგორიის ავტობუსები და სატვირთო ავტომობილები 

0
გაზიარება

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან 1000 ლარით გარკვეული კატეგორიის ავტობუსები და სატვირთო ავტომობილები

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე (M3 – 5ტონაზე მეტი მასის მქონე 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება), N2 – 3,5 ტონაზე მეტი 12 ტონამდე და N3 – 12 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის/დროის დარღვევით მიწოდება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

„შეზღუდვების განხორციელების პირობებში დიდი გაბარიტების მქონე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების წილი სატრანსპორტო საშუალებების მთლიან რაოდენობაში პიკის საათებში შემცირდება, რაც შექმნის ე.წ. საცობების განტვირთვის შესაძლებლობას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!