საპენსიო სქემაში 1.457 ათასი ადამიანია ჩართული-აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია, ხოლო წმინდა ამონაგები 708 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 457 ათასი ადამიანია.
დღეის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.