დღის სიახლეებიკვებასიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია რესტორანი – ცირკი

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია რესტორანი – ცირკი

ქალაქ გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე, გურამიშვილის პირველ ნომრში სულ ახლახან გამორჩეული კონცეფციის მქონე რესტორანი – „ცირკი“ გაიხსნა. მართალია აქ ჯამბაზები, ოჩოფეხები და ჟონგლიორები არ დაგხვდებათ, თუმცა თქვენს განწყობაზე, დროის სასიამოვნოდ გატარებაზე სხვადასხვა ჟანრის მომღერლები, მოცეკვავეები და შოუმენები იზრუნებენ. აქ შემოსვლისთანავე იგრძნობა არაორდინალური სამყარო, რომლის მსგავსსაც მთელს ქალაქში ვერსად ნახავთ.

რესტორანი  “ცირკი” სასტუმრო ,,გორი ინნ”-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. რესტორნის სახელწოდებას თავისი ისტორია აქვს-ახალბაღის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ცირკი ფუნქციონირებდა, რომელიც დღემდე თითოეული გორელისთვის ხალისთან, ბედნიერებასთან და სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ცირკი 90-იანი წლების დასაწყისში ხანძარს ემსხვერპლა,  დღეს კი აქ პერსონალის თითოეული წევრი თავდაუზოგავად შრომობს, „ცირკმა“ ისეთივე დადებითი ემოციები რომ გამოიწვიოს, როგორიც ეს ძველად იყო.

სივრცეში 400 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი და გათვლილია, როგორც ყოველდღიური სტუმრების მასპინძლობისთვის, ასევე მასშტაბური წვეულებებისთვის: კორპორატიული საღამოები, ქორწილები და ა.შ.

„ცირკი“ ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს და ყოველ საღამოს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს. გარდა ამისა, პერიოდულად იმართდება მასშტაბური ღონისძიებები, სადაც ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები მონაწილეობენ.

რაც შეეხება მენიუს, მასზე საქართველოში ყველასათვის ცნობილმა და წარმატებულმა ბრენდ შეფმა მანუელ ფაუნდემ იზრუნა. მხოლოდ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო კატლეტი თაშმიჯაბის გარნირით და სოკოს სოუსით, ნადუღი პიტნით და პომიდვრის სალსათი, ღია ჭახრაკინა შებოლილი ყველით, გორული ვაშლის დესერტი და სხვა არაერთი უგემრიელესი კერძი.

ასე, რომ ესტუმრეთ „ცირკს“ და გაატარეთ დაუვიწყარი საღამო გემოვნებიანი მუსიკის, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული კერძების და მრავალფეროვანი ალკოჰოლის თანხლებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

591080880

ქ. გორი, გურამიშვილის ქ. 1

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!