დღის სიახლეებისიახლეები

ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თითქმის 160%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თითქმის 160%-ით გაიზარდა

გერმანიამ საქართველო, მოლდოვასთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა-გერმანიის ბუნდესთაგის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი გახდა. გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თითქმის 160%-ით გაიზარდა.

ოფიციალური ბერლინის ინფორმაციით, ეს არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

უფრო კონკრეტულად, თუ 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფრის მიღებას საქართველოს 3 279 მოქალაქე ითხოვდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 908-მდე გაიზარდა, წელს იანვარ-ოქტომბერში კი გერმანიაში თავშესაფარი მთლიანად საქართველოს 8 513 მოქალაქემ მოითხოვა.

BAMF-ის სტატისტიკით წელს 10 თვეში გერმანიაში თავშესაფარს სხვადასხვა ქვეყნის 286 638 მოქალაქე ითხოვდა.მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან.

BAMF-ის სტატისტიკით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარზე პირველადი განაცხადი საქართველოს 7 644-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს. მთლიანად კი 2023 წლის 10 თვეში გერმანიაში თავშესაფარი (პირველადი განაცხადი) 267 384 -მა უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი იყო სირიის მოქალაქე – 83 336 ადამიანი (31,2%); მეორე ადგილზეა თურქეთი – 45 086 განაცხადით (16,9%) და მესამეზე ავღანეთი – 43 958 განაცხადი (16,4%).

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!