ბოლო 6 წელიწადში საქართველოში მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა
გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ბოლო 6 წელიწადში მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია მათი კიდევ უფრო ზრდა.
„მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა 2017- 2023 წლებში. საანგარიშო პერიოდში ადამიანების რაოდენობა, ვისაც 3 600 ლარზე მაღალი ხელფასი აქვთ, 100 000-მდე გაიზარდა.
მოსალოდნელია, რომ 3 600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვი 2025 წელს 150 000-ს გადააჭარბებს,“- ნათქვამია კვლევაში