ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა,
2023 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 293 ლარით მეტია. ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ქალების ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 219.4 ლარით.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი :
- მსხვილი ბიზნესი – 2 035.7 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 2 292.8 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 781.6 ლარი.