იტალია და საფრანგეთი მთვარეზე საცხოვრებელ მოდულს ააშენებენ
„ევროპულსის“ ინფორმაციით ფრანგულმა და იტალიურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთობლივად საცხოვრებელი მოდულის შემუშავება დაიწყეს, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე ცხოვრების საშუალებას მისცემს.
მოდული არა მხოლოდ მოკლე ექსპედიციების მონაწილეებს დასჭირდებათ, არამედ მას მთვარეზე ადამიანის გრძელვადიანი ყოფნის პროგრამაშიც გამოიყენებენ. მოდულის კონცეფცია უკვე დამტკიცებულია და შემუშავების პროცესშია.
მოდული კოსმოსურ ხომალდსა და გრძელვადიან სახლს შორის ერთგვარი „შუალედური გაჩერება“ იქნება. ჯერ მხოლოდ მისი საწყისი კონცეფციაა შექმნილი. კერძოდ, ეს არის ლითონის ცილინდრი მბრუნავ საყრდენებზე, რომელიც მზის პანელებითა და საკომუნიკაციო ანტენით არის აღჭრვილი.
მოდულმა ინტენსიური კოსმოსური გამოსხივებისგან და მთვარის ზედაპირზე ექსტრემალური ტემპერატურისგან თავისი ბინადრების დაცვა დიდი ხნით უნდა შეძლოს.