ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვაქცინაციის უმტკივნეულო საშუალება შექმნეს, რომელიც აცრების მტკივნეული ნემსის გარეშე გაკეთებას ითვალისწინებს – ვაქცინა სხეულში ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით მოხვდება.
ამ ეტაპისთვის აღნიშნული მეთოდი ტესტირების ფინალურ სტადიაზეა, თუმცა ცდებმა საკმაოდ დამაიმედებელი რეზულტატი აჩვენა.
ჩვეულებრივი ინექციისგან განსხვავებით, ულტრაბგერითი აცრის დროს ორგანიზმში გაცილებით ნაკლები წამალი შედის, რაც გვერდითი ეფექტის რისკს ამცირებს.
ტესტების წინასწარი შედეგების მიხედვით, ასეთი ვაქცინაციის ეფექტურობა შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგან ამ გზით ვაქცინირებული ორგანიზმის იმუნური პასუხი ხშირად უფრო გამოხატულია.
ულტრაბგერითი ვაქცინაციის მეთოდი, სიდნეის სამედიცინო აკუსტიკოსთა ერთობლივ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ დღეებში ავსტრალიაში მიმდინარეობდა.