დღის სიახლეებისიახლეები

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

0
გაზიარება
გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები.
Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ ლარამდე 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი, წლიური ფიქსირებული 14.00-15.00% იქნება ობლიგაციის შესაძენად, 12 დეკემბრამდე დაუკავშირდი თიბისი კაპიტალს ელ-ფოსტაზე – Sales&[email protected]
ობლიგაციების გამოშვების საორიენტაციო თარიღია 2023 წლის 18 დეკემბერი და საბოლოო კუპონის
განაკვეთი დადგინდება book-building-ის შედეგად. ობლიგაციების განთავსების პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ ინვესტორებს, რომლებიც განაცხადებენ ინტერესს შედარებით დაბალ საპროცენტო სარგებელზე.
ობლიგაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: link.tbc.ge/TegetaBonds
თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, როგორებიცაა: Porsche, Man, Toyota, JCB,
Volvo, Bridgestone, Michelin და სხვა. მრავალფეროვანი სერვისების დამსახურებით, კომპანიას
პირდაპირი კონკურენტი ბაზარზე არ ჰყავს.
შეთავაზება მოიცავს შემდეგ საორიენტაციო პირობებს:
• შესყიდვის მინიმალური მოცულობა – 1,000 ლარი (1 ობლიგაცია);
• უზრუნველყოფა – სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი;
• მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი (კუპონი) – წლიური ფიქს. 14.00-15.00% 1;
• ვადა – 2 წელი, გამოსყიდვის (call) უფლებით 12 თვის შემდეგ 101%-ად;
• სარგებლის (კუპონის) გადახდა – ნახევარწლიური;
• ემისია გათავისუფლებულია გადასახადებისგან;

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!