პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა “შატო ზეგაანი”-ს საფერავმა გაიარა და ერთეულებში მასპინძლების შემდეგ, მხოლოდ იტალიურ და ესპანურ ღვინოებთან ერთად შეძლო თავის მოწონება.
ქართულმა ღვინის კომპანია „შატო ზეგაანმა“ ცერემონიალზე მონაწილეობის მისაღებად მაღალი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, მსოფლიოს დეგუსტატორებისა და წამყვანი შეფ მზარეულების გული დაიპყრო და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღვინის ქარხანა „შატო ზეგაანი“ გურჯაანის რაიონის ზოფელ ზეგაანში მდებარეობს, რომელიც განლაგებულია მუკუზნის მიკროზონაში, რაც საქართველოს ტერუარებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამო. ვენახების განლაგება ჩრდილოეთ ფერდობზე, აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას და ხელს უწყობს ვენახის ბუნებრივ ვენტილაციას.
20 ჰა ვენახი – ეს არის ის მოცულობა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ვაზის მოვლა ეკოლოგიური პრინციპების თანახმად. საგვარეულო ვენახებში საყრდენები დამზადებულია მუხისა და აკაციისგან. ვაზის ტოტების გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა კი მხოლოდ ხელით ხდება. ვაზის მისამაგრებლად გამოიყენება სიმინდის ფოჩის ბოჭკოები, რათა თავიდან იქნას აცილებული მცირედი მექანიკური დაზიანებაც კი. აღსანიშნავია, რომ “შატო ზეგაანის” გუნდი არ იყენებს არც ინსექტიციდებს და არც პესტიციდებს და იყენებენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს.
ქარხანაში მუშავდება ვაზის ორი სახეობა, წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელი. საუკეთესო ყურძნისგან, ორი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება შატო ზეგანის ოთხი სახეობის ღვინო .
შატო ზეგაანი – სამეღვინეო ადგილ-მამულია, რომელიც 1820 წელს, XIX საუკუნის დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწის და ქართული კულტურული მეღვინეობის ფუძემდებლის, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ იქნა მოწყობილი. იგი მდებარეობს საქართველოს მეღვინეობის მთავარ კერაში – კახეთში და, დღესდღეობით, წარმოადგენს დიდ ისტორიულ, არქიტექტურულ და ისტორიოგრაფიულ ღირებულებას, აღნიშნულ რეგიონში მეღვინეობის განვითარების შესწავლის თვალსაზრისით. შატო ზეგაანი, ასევე ითვლება მეღვინეობის პროცესებზე საფრანგეთის ზეგავლენის მტკიცებულებად. ალექსანდრე ჭავჭავაძემ აღნიშნული მამული საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგული შატოს მსგავსად მოაწყო.