წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, გადაზიდვების კომპანია – ვიჯეთი
სულ ახლახანს ქართულ ბაზარზე მრავალთვიანი, შრომატევადი სამუშაოების შედეგად გამოჩნდა ახალი გადაზიდვების კომპანია-ვიჯეთი, რომელმაც უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა, ტრანსპორტირების კუთხით საქართველოში.
სატრანსპორტო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, თუმცა ქართულ ბაზარზე არსებობს ამ კუთხით სხვადასხვა პრობლემები, ესენია: მაღალი ფასები, გაუმართავი მომსახურება და არატრანსპარენტული პოლიტიკა. სწორედ ეს პრობლემები გახდა მიზეზი, იმისა, რომ ქართულ ბაზარზე შექმნილიყო ახალი გადაზიდვების კომპანია –ვიჯეთი, რომელიც უზრუნველყოფს ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან, თურქეთიდან და დუბაიდან, უახლოეს მომავალში კი იგეგმება სატრანსპორტო მიმართულებების გაფაროვდება და ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა ქვეყნებიდან ტრანსპორტირებას.
ვიჯეთის უპირატესობებია:
- ფასი – ბაზრის საშუალო ფასთან შედარებით, ვიჯეთი ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირებას 20-30%-ით უფრო დაბალ ფასად გთავაზობთ;
- სერვისი – ვიჯეთი მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის ფუნქციონირების ქვაკუთხედია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის მაქსიმალურად მაღალხარისხიანი სერვისის მიწოდება.
- ტრანსპარენტული პოლიტიკა -ვიჯეთის მომხმარებელები მუდამ და სათანადოდ ინფორმირებულები არიან ნებისმიერ საფასო თუ ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით.
მის : თბილისი, ნუცუბიძის 111
ტელ: 032 280 04 44
ელ. მისამართი : [email protected]
http://wejet.ge/