დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, პირველი ფოტო-პერსონალური კომიქსი – KinderBubu

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს. 

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, პირველი ფოტო-პერსონალური კომიქსი – KinderBubu

KinderBubu – წარმოადგენს მარტივ შესაძლებლობას, ბავშვებისთვის ანბანის შესასწავლად. KinderBubu არის უნიკალური ფოტო-პერსონალური წიგნები 12 წლამდე ბავშვებისთვის.

წიგნებს განსაკუთრებულს ხდის:
1) უნიკალურობა: თითოეული KinderBubu წიგნი ინდივიდუალურად არის შემუშავებული თქვენი შვილის სახელისა და ფოტოების გამოყენებით, რაც მას მართლაც უნიკალურ და განსაკუთრებულს ხდის.
2) წარმოსახვის განვითარება: ჩვენი წიგნები შთააგონებს ბავშვებს და საშუალებას აძლევს მათ, ჩაეფლონ მომხიბლავ სამყაროში, განავითარონ წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება.
3) კითხვის სიყვარული: KinderBubu ეხმარება ბავშვებს განავითარონ კითხვის სიყვარული, უარი თქვან თავიანთ გაჯეტებზე და გადავიდნენ ნამდვილი წიგნების სამყაროში.
4) ხარისხი და გამძლეობა: ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის მძიმე ქაღალდს, რათა უზრუნველვყოთ KinderBubu-ს თითოეული წიგნის არსებობის ხანგრძლივობა და დარჩეს იდეალურ მდგომარეობაში.

“ქინდერბუბუ” არის ქართველი გენიოსის, იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის,, საფუძველზე შექმნილი ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი. ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი ბავშვს უჩენს მოტივაციას და ენთუზიაზმს, გამოიჩინოს ინიციატივა ანბანის და კითხვის შესასწავლად. ეს პროექტი, საქართველოს ბავშვებს, ადრეულ ასაკშივე გაუჩენს დაუვიწყარ ზღაპრულ ემოციებს და დაამეგობრებს მომავალ თაობებს!

პროექტის მიზანი:
1) ბავშვმა ადრეულ ასაკში, მოტივაციით და ენთუზიაზმით შეისწავლოს ანბანი და კითხვა;
(უამრავი საერთაშორისო მეც. კვლევა ადასტურებს, რომ თუ ბავშვი ადრეულ ასაკში დადებითი მუხტით
სწავლობს ანბანს და კითხვას, შედეგად მისი აკადემიური მიღწევები ბევრად მაღალია)
2) ეს პროდუქტი, მსოფლიოში მაქსიმალურად ბევრი ბავშვისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რათა
ადრეულ ასაკშივე მოხდეს ბავშვების და მათი ოჯახების დაახლოება-დამეგობრება – მათ ხომ საერთო,
ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური სათავგადასავლო წიგნი დაამეგობრებთ;
(ოჯახებისგან 100% დადებითი უკუკავშირია)

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!