ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით – “საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ”.
ეკონომიკის სამინისტრო მედიაში გავრცელებული ინფორმაციას ბენზინის ფასების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება”- წერს სამინისტრო.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით 36,4 ათასი ტონით ანუ 3,4%-ით მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში საწვავის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია.
მთავარი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: რუსეთი – 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 162 ათასი ტონა – 14,8%; ბულგარეთი – 82,1 ათასი ტონა – 7,5%; აზერბაიჯანი – 69,4 ათასი ტონა – 6,4%; ბელარუსი – 25 ათასი ტონა – 2,3%; თურქმენეთი – 24 ათასი ტონა – 2,2%; საბერძნეთი – 20,6 ათასი ტონა – 1,9%