წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ონლაინ აკადემია – Mastermind Club
Mastermind Club-ი ონლაინ აკადემიაა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება კურსის გავლა.
Mastermind Club-ი, ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიაა, რომელიც სტუდენტებს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების არჩევაში ეხმარება.
Mastermind Club-ის დამფუძნებლის, ეკატერინე ამაღლობელის თქმით, აკადემიის შექმნის იდეაზე პირადმა გამოცდილებამ იქონია გავლენა, ხოლო პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით კურსები შეიქმნა, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეასწავლის.
„აკადემიაში ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა მიმართულია მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული მომავალი პროფესია, მსგავსი მოკლე კურსები პროფესიული თვითგამორკვევისთვის იდეალურია. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა იცის რა არის ამ პროფესიის სტანდარტი, კარიერული გზამკვლევი, მაქსიმალური საფეხური, განვითარების გზები. ასევე შესაძლოა, გააცნოებიეროს რომ ეს პროფესია არ არის მისი ინტერესების, უნარების და შესაძლებლობების, საბოლოოდ კი განსხვავებულ კარიერაზე შეაჩეროს არჩევანი.
მოკლევადიანი კურსებით ადამიანები ხანდახან იმაზე მეტს იღებენ ვიდრე მოლოდინები აქვთ, სულ მცირე დროში შეუძლიათ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ, მთავარია იპოვონ მოტივაცია და საკუთარი თავის განვითარება დაიწყონ“, – ეკატერინე ამაღლობელი