საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღებში 4 წლის ბავშვები საგზაო მოძრაობის წესებს ისწავლიან
მესხიშვილის თქმით, საბავშვო ბაღების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, ელემენტარული საგზაო მოძრაობის დაცვის წესები, როგორც ქვეითის, ისე მძღოლის პერსპექტივიდან, რათა სამომავლოდ არ შეიქმნას მთელი რიგი პრობლემები, სატრანსპორტო სფეროსთან და საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შევხვდით ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, კომისიის თავმჯდომარეებს და ფსიქოლოგებთან ერთად, შევქმენით ის ტრენინგ მასალები, რომელთა მიხედვითაც მოხდება ბაღის პედაგოგთა გადამზადება. აუცილებელია, რომ ტრენინგები ჩაუტარდეს ბაღის პედაგოგებს, რადგან ბავშვებს სწორი და ზუსტი ინფორმაცია ასწავლონ. ევროკავშირში ეს უკვე ყველგან დანერგილი და სავალდებულოა.
ერთი პროგრამა შეეხება ბაღის პედაგოგებს, ხოლო მეორე ბავშვთა მშობლებს, ვინაიდან სატრანსპორტო საკითხებში ინფორმაციის არქონის პრობლემა განსაკუთრებით ზრდასრულებშია გამოხატული. მშობლებმაც არ იციან ის წესები, რომელთა დაცვაც არ იციან.“, – აცხადებს დავით მესხიშვილი