2024 წელს იმ ტურისტული ადგილების რაოდენობა, საიდანაც მოგზაურებს გადასახადების გადახდა დაეკისრებათ, გაიზრდება.
ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა ტურისტების მოსაკრებლის ხარჯზე, უკვე წლებია ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ეს პრაქტიკა გავრცელებულია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მაკრორეგიონია.
ქალაქები და კურორტები, სადაც ტურისტებისთვის ახალი საფასური პირველად ამოქმედდება:
პორტიმაო და ფიგეირა და ფოზი, პორტუგალია – 2024 წლის მარტიდან პორტიმაო, ქალაქი და საზღვაო პორტი პორტუგალიის სამხრეთით, შემოიღებს მუნიციპალურ ტურისტულ გადასახადს.
1 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გადასახადი დღეში 2 ევრო იქნება, დანარჩენ თვეებში – 1 ევრო დღეში. ორივე შემთხვევაში, გადასახადი მაქსიმუმ შვიდი ღამის განმავლობაში დაირიცხება.
ვენეცია, იტალია – იტალიური ქალაქი ევროპაში პირველი იქნება, რომელიც ისტორიულ ცენტრში შესვლის საფასურს შემოიღებს. გაზაფხულიდან, ზედიზედ 30 დღე 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა ტურისტი 5 ევროს გადაიხდის.
ისლანდია – ჯერჯერობით გადასახადის ოდენობა დადგენილი არ არის, მაგრამ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ გადასახადი მაღალი არ იქნება.
ბალი, ინდონეზია – 2024 წლის 14 თებერვლიდან ტურისტები გადაიხდიან შემოსვლის გადასახადს 150 000 რუპიას (დაახლოებით 10 აშშ დოლარი). ვიზიტორებს შეუძლიათ გადაიხადონ რუპიებში ან საკრედიტო ბარათით ბალის აეროპორტში.