საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022-23 წლებში ქვეყნიდან 723 სტუდენტი გაიგზავნა, ხოლო 2021-22 წლებში – 484.
2022-23 წლებში საქართველოდან გაგზავნილი 723 სტუდენტიდან ყველაზე მეტი, 22% გერმანიაზე მოდის-157 სტუდენტი, მეორე ადგილზე აშშ-82 სტუდენტი, ხოლო მესამე ადგილზე ესპანეთია-56 სტუდენტის რაოდენობით
გასული წლის ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი:
- გერმანია – 157 სტუდენტი
- აშშ – 82 სტუდენტი
- ესპანეთი – 56 სტუდენტი
- ლიეტუვა – 57 სტუდენტი
- თურქეთი – 54 სტუდენტი
- საფრანგეთი – 49 სტუდენტი
- იტალია – 42 სტუდენტი
- პოლონეთი – 38 სტუდენტი
- ავსტრია – 34 სტუდენტი
- ჩეხეთის რესპუბლიკა – 20 სტუდენტი