წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული ბიზნეს კატეგორიის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.
სასტუმროს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერი კომფორტულ და სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს. ფრანგული ღირებულებები, გემოვნებით შერწყმული ქართულ და აზიურ ტრადიციებთან ლობიში შესვლიდან იგრძნობა. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, მყუდრო და სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.
წლების განმავლობაში „ჰოთელს & პრეფერენსი“ მთავარ ღირებულებად უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომებს ინარჩუნებს. ფრანგული ბრენდის პირველი სასტუმრო საქართველოში, 5 ვარსკვლავიანი „ჰოთელს & პრეფერენენს ჰუალინგ თბილისიც“ სწორედ ამ ღირებულებებით მანსპინძლობს სტუმრებს.