დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ციფრული სააგენტო – Artspace

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ციფრული სააგენტო – Artspace

Artspace – წარმატების გზა, რომელიც კოდის ერთი ხაზით იწყება!

2018 წელს კომპანია „Artspace“ დაარსდა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას ციფრულ პროდუქტებზე და ქმნის ამინდს ციფრულ სამყაროში.

Artspace-ის ციფრული პროდუქტების წარმატებას განსაზღვრავს: თანამშრომლთა პროფესიონალიზმი, მათი მრავალწლიანი გამოცდილება, კრეატიული იდეები და უახლესი მეთოდები, რომლებსაც დამკვეთის პროექტში იყენებენ.

Artspace-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე –  მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის წარმატებულ ოპერირებასა და საჭირო რესურსების მოზიდვაზე.

„Artspace-ში ერთმანეთს ერწყმის კრეატიულობა და ტექნოლოგიები, სწორედ ამიტომაა, რომ გლობალურ ბაზარზე, ბიზნესებს ვაწვდით წამყვანი და უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ციფრულ პროდუქტებს:

 

  • Web Development
  • Mobile App Development
  • UX/UI Design
  • Ecommerce Development
  • Technical Support
  • Staff Augmentation

ასევე ბიზნესებს ვუზრუნველყოფთ უწყვეტი სერვისებით, იქნება ეს ვებ საიტის ხილვადობის გაზრდა საძიებო სისტემებში SEO-ს მეშვეობით თუ ცნობადობა სოციალურ მედიაში, თქვენზე მორგებული კონტენტის შექმნით“ – გიორგი ბერიძე

კომპანია „Artspace“ 180-ზე მეტი ციფრული პროექტის წარმატებით მიწოდებისა და ჩაბარების გამოცდილებით ოპერირებს ბაზარზე, ამ ეტაპზე კი ფართო მასშტაბიან გლობალურ Ecommerce პროექტზე მუშაობს, რომლის ბეტა ვერსია, ქართველი მომხმარებლებისთვის, სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.

 

Address: Tsereteli Avenue #116. Tbilisi,Georgia

Tel: +995 032 2 11 11 90

Mobile: +995 591 166 133

E-mail: [email protected]

Web: www.Artspace.dev

 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!