დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, მარიამ მანჯგალაძის სტომატოლოგიური კლინიკა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, მარიამ მანჯგალაძის სტომატოლოგიური კლინიკა

„მარიამ მანჯგალაძის სტომატოლოგიური კლინიკა“ მომსახურეობის ფართო სპექტრს აერთიანებს და პროფესიონალი გუნდით გთავაზობთ: თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიას, პარადონტოლოგიას, ორთოდონტიას, იმპლატოლონგიას და ორთოპედიულ სტომატოლოგიას.

მარიამ მანჯგალაძე- 8 წლიანი გამოცდილება სტომატოლოგიის სფეროში. მოპოვებული აქვს ლიცენზიები: თერაპიის, ქირურგიისა და ორთოდონტიის მიმართულებით.

„საკუთარი კლინიკის ქონა, ეს ალბათ ყველა სტომატოლოგის ოცნებაა, ეს არის ის მწვერვალი, რისკენაც მთელი ცხოვრება მიდის. თუმცაღა ამ დიდ მიზნამდე ძალიან ბევრი ბარიერია. გაურკვევლობის შიში, საჭირო ცოდნის არქონა,( იშვითად მეგულება ექიმი, რომელმაც ბიზნესის მართვა, ფინანსები და მარკეტინგი იცის) ასევე რისკის გაწევა, ფინანსების მოძიება და სხვა… ბევრი შესაფერის დროს ელოდება, მსგავსი იდეის განსახორციელებლად, მე ამის ფუფუნება არ მქონდა…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კლინიკაში, სადაც ვმუშაობდი სიტუაცია გართულდა და კლინიკის დაკეტვაზეც კი იყო საუბარი. დავიწყე გამოსავლის ძებნა და ზუსტად ამ დროს გამოჩნდა კლინიკა, რომელიც ქირავდებოდა…

ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ თქვენთვის, ანუ მომავალი პაციენტებისთვის საყვარელი სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც თავი კომფორტულად იგრძნოთ და გვანდობთ თქვენთვის ძალიან ძვირფასს-ღიმილის ჯანმრთელობასა და სილამაზეს“ – მარიამ მანჯგალაძე

 

„მარიამ მანჯგალაძის სტომატოლოგიური კლინიკის“ პრიორიტეტი ნაკლებინვაზიური მიდგომით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          მის : თბილისი,  ზ.ფალიაშვილის ქ #85

ელ. მისამართი : [email protected]

ტელ : +568 33 33 44

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!