დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რეკრუტინგული კომპანია – MyStaff

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რეკრუტინგული კომპანია – MyStaff

MyStaff- ეს არის რეკრუტინგ კომპანია, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან ცოტა განსხვავებული ფორმით საქმიანობს. MyStaff, რომელიც დამსაქმებლებს უმარტივებს თანამშრომლების შერჩევის პროცესს, ასევე აქვს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისგან შემდგარი, მუდმივად განახლებადი ბაზა, სადაც ხდება საჭირო კადრების მოძიება.  სწორედ ამიტომ MyStaff-ის გამოყენებისას საჭირო არ არის ვაკანსიების გამოქვეყნება, რადგან დამსაქმებელი უთითებს მისთვის საჭირო უნარების და პროფესიის კანდიდატებს, შემდგომ ხდება კომპანიის ბაზაში აღნიშნული კრიტერიუმების მქონე კადრების მოძიება და დამსაქმებლისთვის მიწოდება, რაც მთავარია დამსაქმებელი კომპანია, ხელშეკრულების საფუძველზე იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან მოხდება კადრის შერჩევა.

„ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დამკვეთი კომპანიებისთვის მაქსიმალური სიზუსტით შერჩეული პროფესიონალების შეთავაზება. MyStaff-ის მიზანია პირველი ეტაპისთვის დაიკავოს საქართველოს ბაზარზე წამყვანი პოზიცია ამ მიმართულებით და მომხმარებელს შესთავაზოს ნდობაზე დაფუძნებული, ხარისხიანი მომსახურება. ასევე აქტიურად ვიყენებ ფეისბუქ ჯგუფს-“ფრილანსერი • Freelancer”, სადაც თავმოყრილია თითქმის 19 000 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი და ასობით კომპანია, სწორედ ეს ჯგუფი ეხმარება MyStaff-ს მუდმივად მზარდი და განახლებადი ბაზების წარმოებაში. ვთვლი, რომ ეს ფაქტორი გვაძლევს დიდ უპირატესობას, რასაც ადასტურებს პირველივე ფეისბუქ პოსტის შემდეგ, ათობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანის დარეგისტრირება კომპანიის ბაზაში.

რა თქმა უნდა არ დავჯერდებით არსებულ რესურსს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბაზაში მყოფი პროფესიონალების გადამზადება მოხდეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მომსახურების ხარისხს და გაამარტივებს კვალიფიციური კადრების მოძიებას“ – მერაბ გუჯეჯიანი, MyStaff-ის დამფუძნებელი

საკონტაქტო ინფორმაცია :

ტელ : 595 21 12 99

ელ. მისამართი:[email protected]

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!