წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – Dariko Handmade
Dariko Handmade – ეს არის დარიკო ჩიხლაძის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების მიხედვით დამზადებულ ექსკლუზიურ და უნიკალურ ხელოვნების ნამუშევრებს ქმნის, ეს იქნება- სამუზეუმო ასლები, სახელმწიფო სიმბოლიკები, საეკლესიო თუ საერო დანიშნულების ნივთები.
დარიკო ჩიხლაძე- კომპანია Dariko Handmade-სა და ა.ა.ი.პ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი-პრეზიდენტი.
„2013 წლიდან დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ კულტურულ ღონისძიებებში, გამოფენა-გაყიდვებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. სწორედ კომპანიის შექმნის იდეაც აქედან გამომდინარეა: ხელოვნება და ბიზნესი.
2019 წელს ერთ სივრცეში გავაერთიანეთ და დავაფუძნეთ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაცია, სადაც ასოცირებულ წევრებთან ერთად, ვემსახურებით ქართულ ეროვნულ საქმეს „შეინარჩუნე ძველი და განავითარე თანამედროვე ხელოვნებაში“, რომლის მიზანია _ ტრადიციის, კულტურის და განათლების პოპულარიზაცია.
ჩვენი სამომავლო გეგმებია: დაკარგვის პირას მყოფი, ხელსაქმის მიმართულებების შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემა, ტურისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, გამოფენა-გაყიდვები, ვორქშოფები და სახელოვნებო კურსები“ – დარიკო ჩიხლაძე კომპანია Dariko Handmade -ისა და ა(ა) ი.პ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი
მის: ქ. თბილისი, იონა ვაკელის 166/10
ტელ: +995 555 19 44 77