წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ტურისტული კომპანია – მოგზაურობა ქართულ კულტურაში
2022 წელს ტურისტული კომპანია- „მოგზაურობა ქართულ კულტურაში“ შეიქმნა, რომელიც პირველ ტურისტულ კომპანიას წარმოადგენს საქართველოში, კულტურული ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო კონკურს-ფესტივალები, ვორქშოპები, ტრენინგები, მასტერკლასები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, კულტურისა და ფოლკლორის სფეროს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმა, განვითარება და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენლების დამეგობრება.
ტურისტული კომპანია – „მოგზაურობა ქართულ კულტურაში“ დამფუძნებელი და დირექტორი მარინე (მაკა) ტატულაშვილია, რომელმაც მრავალ წლიანი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგად გადაწყვიტა, დაეფუძნებინა კომპანია, რომელიც მხოლოდ კულტურული ტურიზმის მიმართულებით განვითარდებოდა.
„გამომდინარე იქედან, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას წარმოადგენს, თავისი უნიკალური ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვანი კუთხეებით, გადავწყვიტე შემექმნა, ტურისტული კომპანია, რომელიც ტურიზმის მიმართულებით შემოიფარგლებოდა და განვითარდება, რაც მთავარია ჩემს წვლილს შევიტანდი ამ მიმართულებით. აქტიურად ვაწარმოებთ კულტურულ დიპლომატიას სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან, ვაფართოვებთ საერთაშორისო ურთიერთობებს, ასავე მოლაპარაკებები ხორციელდება სხვადასხვა კულტურის სფეროს, თითქმის ყველა სეგმენტის მიმართულებით.
2024 წლის განმავლობაში დაგეგმილია 4 საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში“ – მაკა ტატულაშვილი, ტურისტული კომპანია – „მოგზაურობა ქართულ კულტურაში“ დამფუძნებელი და დირექტორი
კომპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გადაკვეთა, გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და დამეგობრება საქართველოსთან.
„მოგზაურობა ქართულ კულტურაში“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპასა და აზიაში, საქართველოს კულტურის სფეროს გაყვანასთან დაკავშირებით, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ დარგობრივ კულტური სფეროს ასოციაციებთან და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან.
მის: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2
ტელ: 555 17 10 25 557 29 20 07