1 საათი 18 ევრო-პარიზმა მხარი დაუჭირა მძიმე და მასიური მანქანების პარკირების ფასის გასამმაგებას, რაც მიზნად ისახავს საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში SUV ტიპის ავტომანქანების რაოდენობის ზრდას.
ახალი რეგულაციების თანახმად, ბენზინის, დიზელის და ჰიბრიდულ ძრავებზე მომუშავე მანქანები, რომლებიც იწონიან 1600 კგ-ზე მეტს და ასევე ელექტრომობილებს, რომლებიც იწონიან 2000 კგ-ზე მეტს, პარკირებისთვის სამჯერ მეტის გადახდა მოუწევს.
აღნიშნული მანქანების მძღოლები, საათში 18 ევროს გადაიხდიან ქალაქის ცენტრის პარკირებისთვის, ხოლო ქალაქის სხვა ადგილებში, 12 ევროს.
„ეს ახალი რეგულაცია ძვირადღირებულ მანქანებს უფრო შეეხებათ, რომლებსაც ის ადამიანები მარტავენ, რომლებიც არ არიან ჩართულნი კლიმატის გაუმჯობესებისკენ განხორციელებულ მოქმედებებში“, – განაცხადა მერმა.