დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სერვისების დაფინანსება: სამედიცინო მომსახურება, პროფესიული სწავლების ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები.
სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პროგრამაში 847 დაბრუნებული მიგრანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 83-მა დაწესებული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 650,000 ლარია და თითოეულ ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს.
„გარდა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების, პროფესიული სწავლების ხელშეწყობისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, დაბრუნებულ მიგრანტებს უფინანსდებათ სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, სახელობო, საცხობი-საკონდიტრო და სხვა). ბენეფიციარებმა დაფინანსების ფარგლებში მიღებული ნივთები უნდა გამოიყენონ დანიშნულებისამებრ, პროექტში მითითებული მიზნების შესაბამისად“, – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტო