სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო მე-4 ადგილზე იმყოფება იმ ქვეყნებს შორის, სადაც ღამით მარტო სეირნობა უსაფრთხოა.
numbeo.com-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პირველ ადგილზე მყოფი ხორვატია უსწრებს, რომელსაც მეორე და მესამე ადგილებზე სლოვენია და ისლანდია მოსდევს.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ-10:
- ხორვატია
- სლოვენია
- ისლანდია
- საქართველო
- შვეიცარია
- ჩეხეთი
- დანია
- ესტონეთი
- ფინეთი
- ნიდერლანდები