ჩირზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან ერთ-ერთ ჯანსაღ ხემსად ითვლება, თუმცა იმის გამო, რომ გამხმარ ხილს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, ჩირის ფასიც არც ისე დაბალია.
ქართულ სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირად ღირებული ჟოლოს და მოცვის ჩირია- 1 კგ ჟოლოს ჩირი 100 ლარი ღირს, ასევე 100 ლარი ღირს 1 კგ მოცვის ჩირი.
ქართულ ბაზარზე მინიმუმ 25 სახეობის ჩირია წარმოდგენილი, მათ შორის, კივის, მარწყვის, ბანაკის, ანანასის, ლეღვის და ა.შ. უმეტესწილად მათი ფასი 1 კგ-ზე გაანგარიშებით 35 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ყველაზე იაფფასიან ჩირს, ეს არის ფინიკი, რომელიც 1 კგ 7.5 ლარის ფარგლებში მერყეობს. ქართულ ბაზარზე ჩირის ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
- ჟოლოს ჩირი 1 კგ 100 ლარი
- მოცვის ჩირი 1 კგ 100 ლარი
- თუთის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- გრეიპფრუტის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- საზამთროს ჩირი 1 კგ 35 ლარი
- კივის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ბანანის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- მანდარინის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ვაშლის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- პაპაიას ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ნესვის ჩირი 1კგ 35 ლარი
- ქოქოსის ჩირი 35 ლარი
- ანანასის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ატმის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ანანასის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- კომშის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ლიმონის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ლეღვის ჩირი 1 კგ 35 ლარი
- მარწყვი ჩირი 1 კგ 35 ლარი
- ალუბალი ჩირი 1 კგ 35 ლარი
- მანგო ჩირი 1 კგ 35 ლარი
- შავი ყურძნის ჩირი 1 კგ 25 ლარი
- თეთრი ქიშმიში 1 კგ 20 ლარი
- ქიშმიში მუქი 1 კგ 17 ლარი
- ფინიკი 1 კგ 7.5 ლარი