სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საზღვაო გზით სავაჭრო ბრუნვამ 357,209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაშინ როდესაც, შარშან იგივე საანგარიშო პერიოდში, ეს მაჩვენებელი 537,692 მლნ აშშ დოლარი იყო.
საზღვაო გადაზიდვებით იმპორტმა, წელს იანვარში 296,262 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 86,4 მლნ აშშ დოლარით ნაკლების წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემზე. შარშან იანვარში საზღვაო ტრანსპორტით 382,616 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარში საქართველოდან გემებით 60,947 მლნ აშშ დოლარის ტვირთი გაიტანეს, რაც 94,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით 155,075 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
პროდუქტები, რომლებივ 2024 წლის იანვარში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა და შემოვიდა საზღვაო ტრანსპორტით
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- ავტომობილები – 85,829 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 45,410 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები – 11,217 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული – 4,833 მლნ აშშ დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით -4,686 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების – 14,062 მლნ აშშ დოლარი
- ფეროშენადნობები – 9,643 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 8,159 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 4,393 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 2,498 მლნ აშშ დოლარი
2024 წელს იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო გადაზიდვების შემცირება დიდწილად წითელი ზღვის კრიზისს უკავშირდება. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც იემენელი ჰუსიტები პალესტინელებთან სოლიდარობის გამო, კომერციულ გემებს თავს დრონებით დაესხნენ, ჩინეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართულებით გამოსული გემები იძულებულნი არიან, დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზით ჩავიდნენ.