ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოცულია საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % .
1.3 მლრდ ლარით დაფინანსდა მილიონამდე ადამიანი და 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა.
ანგარიშში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოცულობითი ხარჯები ნაწილდება:
გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია – 110 მილიონამდე ლარით დაფინანსდა 440 000 ადამიანის 725 000 სამედიცნო მომსახურება;
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – 1.4 მილიონით დაფინანსდა 500 – მდე ბენეფიციარი
გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა – 6.5 მილიონი ლარით დაფინანსდა 410 პირის 508 სამედიცინო შემთხვევა;
სმენის აპარატით უზრუნველყოფა, კოხლეარული იმპლანტაცია და რეაბილიტაცია – 2.7 მილიონი ლარით დაფინანსდა 61 ბენეფიციარი;
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით უზრუნველყოფა და იმპლანტაცია – 9.8 მილიონი ლარით დაფინანსდა 744 პაციენტი.