2023 წელს საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 125 326 505 ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,6 მლნ ლარით, 10,2%-ით მეტია. 2022 წელი მისო-ებმა 113 685 511 წმინდა მოგებით დახურეს.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წელს მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 2,018 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 732,575 მლნ ლარს.
სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 432,300 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 382,159 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 5,725 მლნ ლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 76,612 მლნ ლარი იყო.
საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.