ბათუმის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის მერია საკონტეინერო გადასახადს აწესებს -ერთი კონტეინერისთვის ფასი 30 ლარის ოდენობით განისაზღვრა. საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.
კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.