სასიამოვნო სიახლე SuccessCard.ge -ს მომხმარებლებისთვის, არქიტექტურული კომპანია – TADesign წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ სპეციალურად თქვენთვის შეთავაზებული ფასდაკლებებით.
„რა არის TADesign? მორიგი არქიტექტურული კომპანია თუ კიდევ ერთი დიზაინერული სერვისი?“

TADesign ბევრად ფართო მასშტაბებს მოიცავს
შორენა წილოსანი-არქიტექტორ-დიზაინერი 20წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტორ-დიზაინერის სპეციალობით.
“TAD-ის იდეა გამოიწვია სურვილმა, გამეერთიანებინა შეთავაზების სახით პროექტი, მშენებლობა და სხვა დამატებითი უნარები ერთ პლატფორმაში, იგი ემსახურება საზოგადოების იმ ნაწილს რომელმაც გადაწყვიტა შეცვალოს საკუთარი ანუ სოციალური გარემო. გარდა საპროექტო და სამშენებლო ნაწილისა, საჭიროა დამატებითი უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, მასალების შერჩევა, სიმართლე და ერთგულება.

შემდგომში, როდესაც სამეცნიერო დონეზე მოხდა არქიტექტურის წარმოჩენა, მოვახდინეთ ამ ცოდნის და გამოცდილების გაცემა
ლექციების კითხვასთან ერთად აქტუალური გახდა ახალგაზრდების დახმარება და ჩართვა მიმდინარე პროცესებში, რამაც ისეთი მიმართულება მიიღო, რომ დღესდღეობით გარდა ლექციებისა, ჩვენ შეგვიძლია მივეხმაროთ სტუდენტებს და ბაკალავრებს, საბაკალავრო და სამაგისტრო დიპლომებზე მუშაობაში” – შორენა წილოსანი