ფქვილზე ფასი „სერიოზულად“ დავარდა, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 48-50 ლარის ფარგლებში მერყეობს – ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„1 ტომარა ფქვილის ფასია 48-დან 50 ლარის ფარგლებში, რაც ძალიან სერიოზული ვარდნაა ფქვილზე, შარშან მაგალითად, 65 ლარიც ღირდა. წისქვილკომბინატები მივუყვებით იმ ტრენდს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა. მსოფლიოში არის საკმაოდ დიდი მოსავალი და ჩვენც დიდ მოსავალს ველოდებით, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ მხრივ გამოწვევებს არ ველოდებით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მხარეები არ ჩაერია, იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვაჭრობას და რუსეთმა არაერთი ღონისძიება გაატარა საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად ხორბლის დერეფნიდან გამოვიდა“, – განაცხადა სილაგავამ.