ბრენდი “Anna J” უკვე მეათე წელია მომხმარებლებს ხელით და დაზგაზე ნაქსოვ ტანსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. ბრენდი ოთხივე სეზონის სამოსსა და აქსესუარს აერთიანებს, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
“Anna J”-ს მიზანია – განსხვავებული დიზაინისა, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა და მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად მიწოდება. ბრენდი მუშაობს ექსკლუზიურ მოდელებსა და კორპორატიულ შეკვეთებზე.
“Anna J” მონაწილეობა მიიღო 2023 წელს ქ. სტამბოლში გამართულ ძაფების ფესტივალზე, სადაც პირველი წარმომადგენელი იყო საქართველოდან, რომელმაც შეხვედრები აწარმოა, როგორც თურქულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ, ძაფის მწარმოებელ ქარხნებთან. ფესტივალზე შერჩეული იქნა საჭირო ძაფების მწარმოებელი ქარხნები, მათთან თანამშრომლობა “Anna J” პროდუქციას კიდევ უფრო მეტად კონკურენტულს და უპირატესს ხდის, ფასის თვალსაზრისით, რადგან ზაფების მარაგის შესყიდვა უშუალოდ მწარმოებლისგან ხდება.
ანა ჯაჭვაძე – ბრენდ „Anna J“ დამფუძნებელი და „სტუდიო 3.14“- ის თანადამფუძნებელი. ტექნიკური, ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ანამ საკუთარი ჰობი აქცია ბიზნესად.
„როდესაც სასტუმრო-რესტორნებში შეფ კონდიტერად ვმუშაობდი, გზაში/ტრანსპორტში ვქსოვდი, დღის განმავლობაში 16-18 სთ ვმუშაობდი, ჩემი მიზნებისთვის და მათი მოკლე დროში განხორციელებისთვის. წარმატებისთვის ვთვლი, შრომისმოყვარეობა აუცილებელია, საყვარელი საქმე სიამოვნებით უნდა აკეთო და არა მხოლოდ ფინანსების გამო. ბიზნეს თავისი წესები აქვს, აქ პრიორიტეტული აქტიურობა, სისტემატიურად განვითარება, ცნობადობა და რაც მთავარია მადლიერებაა.
საკონტაქტო ინფორმაცია : 574 14 16 70
ელ. მისამართი : [email protected]