წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Jer.ge/ჯერჯი

0
გაზიარება

Jer.ge/ჯერჯი არის ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მისთვის საჭირო/სასურველი ხარისხიანი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით. ჯერჯი უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს.

დღესდღეობით მცირედი მონდომება და რესურსიც  კი საკმარისია, იმისთვის, რომ დაიწყო ონლაინ საქმიანობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ქართულ რეალობაში ხშირად ვაწყდებით „არალეგალურ“ ონლაინ მაღაზიებს და მათთან ურთიერთობის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს

  • პროდუქტის მიღებამდე თანხის წინასწარ ჩარიცხვა, კერძო პირის სახელზე და სასურველი ნივთის გარეშე დარჩენა;
  • სურათებში ნანახ და ადგილზე მიღებულ პროდუქტს შორის მკვეთრი სხვაობა (რა შევუკვეთე – რა ჩამოვიდა);
  • ტრანსპორტირების პრობლემა (ნივთის შეთანხმებულ ვადაზე მეტხანს დაყოვნება);
  • მონაცემთა დაცვა, უსაფრთხოება (პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, მესამე პირისთვის გადაცემა);

ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც ქართულ რეალობაში რთულია მოიპოვო მომხმარებლის ნდობა და შეძლო ონლაინ სრულყოფილად მუშაობა.

ვინაიდან და რადგანაც ელექტრონული კომერციის სივრცეში წარმატებას თან ახლავს გამოწვევები და შესაძლებლობები, ჯერჯის გუნდი აქტიურად მუშაობს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დააბალანსებს სანდოობას კომპანიასა და მომხმარებელს შორის.  პროცესის გამჭვირვალობა, კანონიერი საქმიანობა, ხარისხზე ორიენტირება, პუნქტუალურობა, დროის სწორი მენეჯმენტი, მაქსიმალური გულწრფელობა და მომხმარებელზე ორიენტირება განაპირობებს კომპანიის წარმატებას ქართულ ონლაინ ბაზარზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჯერჯის ყოველი მომხმარებელი მადლიერი და კმაყოფილია სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობით.

ჯერჯის სამუშაო ინტერესები მოიცავს, არა მხოლოდ არსებული პროდუქციის რეალიზაციას, არამედ ახლის შექმნას, განვითარებასა და მუდმივ ზრდას. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია:  „შუქჯერალდი“,  ორიგინალური სანათი, გამორჩეული ხარისხითა და  ვიზუალით.

ასევე მანათობელი ფხვნილისგან წარმოებული პროდუქცია, რომელმაც მრავალი კერძო თუ იურიდიული პირის დაინტერესება გამოიწვია. და ეს ყველაფერი არ არის, ჯერჯის გუნდი განუწყვეტლივ მუშაობს ახალ იდეებზე, რომლებიც შემოიტანს ახალ რეალობას ელექტრონული კომერციის სივრცეში და  გაზრდის სანდოობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

ერთად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. Jer ჩვენ – მერე სხვა…

ტელეფონი:(+995) 555-30-25-30

ვებ გვერდი: www.jer.ge

მსგავსი სიახლეები

HSE GEORGIA

HSE GEORGIA -  საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის ნერგავს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ სისტემას და გთავაზობთ ყველა შესაძლო სერვისი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს სჭირდება უსაფრთხო…

Royal Events

Royal Events - ივენთების ორგანიზება 2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული…

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!