დღის სიახლეებისიახლეები

თებერვალში ხაჭაპურის ინდექსი 3.3%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.3%-ით აღემატება. თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი 1.5%-ით შემცირდა, – ნფორმაცია ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელში.

ოISET-ის ცნობით, ყველის (-5,5%) და ფქვილის (-2,5%) ფასების წლიური კლება ამ თვეშიც გაგრძელდა, რასაც გასული თვეების ანგარიშებშიც ვხედავდით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლიურად სხვა ყველა ინგრედიენტის ფასები გაიზარდა: კარაქი (+14.8%), რძე (+13.0%), საფუარი (+11.8%), კვერცხი (+4.1%).

“თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი (+4,5%), ყველი (+3,9%), ფქვილი (+3,5%), რძე (+3,4%) და კვერცხი (+0,9%). გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად კარაქის ფასი გაიზარდა, რომელსაც თითქმის თანაბარი პროცენტული ცვლილებით მოჰყვება ყველისა და რძის ფასების ზრდაც. როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და სხვა რძის პროდუქტებით ხდება.

უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ რძის ფასი სეზონურ ტენდენციას მიყვება და დაიკლებს. აღდგომის დღესასწაულის მოახლოება, კერძოდ კი დიდმარხვის პერიოდი, რომელიც წელს 18 მარტს დაიწყება, რძისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებას გამოიწვევს, რადგან მარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, დაბალია”, -აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!